(+995) 593 188-661
 

 

სისტემის დანერგვა ნაბიჯ-ნაბიჯ




1.  ნაბიჯი: 

დარეგისტრირდით სისტემაში ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატსუსით, რის შემდეგაც შეიქმნება პირადი „ანგარიში“-ს გვერდი.

 

 



 

2.   ნაბიჯი: 

პირადი „ანგარიში“-დან  შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ თქვენი ოფისი, ხოლო ოფისში დაარეგისტრირებთ შესაბამის თანამშრომლებს. შესაძლებელია ვიღაცას უნდოდეს მზრუნველობის მიზნით ოჯახის წევრების კონტროლი, ამ შემთხვევაში დაარეგისტრირებს სახლის მისამართს. სურათზე ნაჩვენებია თუ რა თანმიმდევრობით უნდა შესრულდეს მე-2 ნაბიჯი: 1 , მე-2 და მე-3 ქვეეტაპები.



მნიშვნელოვანია შემდეგი დეტალების გათვალისწინება.

1). პირველ რიგში უნდა შექმნათ "სამუშაო დღეების" შაბლონები სხვადასხვა ტიპის თანამშრომლებზე.
2). შემდეგ ხდება ოფისის (ოფისების) რეგისტრაცია.
3). ბოლოს არეგისტრირებთ იმ თანამშრომელს, რომლის კონტროლიც გჭირდებათ. არსებობს თანამშრომლების 2 ტიპი: 1). ოფისში სტაციონალულად მომუშავე თანამშრომლები  და 2). ქალაქში მოძრავი თანამშრომლები.

 

 


 

 

 
3.   ნაბიჯი:

სისტემის მუშაობისთვის აუცილებელია პერსონალის მობილურში დაყენდეს ჩვენი "აპლიკაცია", ე.წ. კონტროლის პროგრამა.  მობილურში აპლიკაციის პირველად გააქტიურებისას (ჩართვისას) აპლიკაცია მოითხოვს მობილურის ნომრის შეტანას. აპლიკაციის გააქტიურება მხოლოდ მაშინ, თუ მენეჯერს სისტემაში უკვე ყავს დარეგისტრირებული აღნიშნული ნომერი. ეს არის ერთჯერადი პროცედურა. 

 

 


  

 

 

პირველადი ჩართვის დროს აპლიკაცია ითხოვს აქტვაციას - პერსონალის ნომრის შეტანას


 

 

 



 

სისტემა მუშაობს მხოლოდ სამუშაო საათებში ინდივიდუალურად ყველა პერსონალისთვის, შემდეგ ის ავტომატურად ითიშება და წყვეტს კონტროლს. პერსონალი თავადაც ხედავს პროგრამის აქტიურ და გათიშულ მდგომარეობას, რაც გარანტიას აძლევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მხრივ. სისტემა გაკეთებულია ისე, რომ მას ვერავინ გამოიყენებს ფარული კონტროლისთვის. თავის მხრივ კომპანიის მენეჯერს უფლება აქვს იცოდეს სად იმყოფება მისი პერსონალი სამუშაო საათებში. ამ მოთხოვნას ვერცერთი პერსონალი ვერ შეეწინააღმდეგება.