(+995) 593 188-661

ტექნიკური აღწერა

 

სისტემა საშუალებას იძლევა მუდამ გქონდეთ ინფორმაცია თქვენი პერსონალის სამუშაო ადგილზე დასწრების შესახებ, ასევე თუ პერსონალი მუშაობის პროცესში მოძრაობს ქალაქში იცოდეთ მისი მოძრაობის ტრაექტორია, რასაც ხედავთ რეალურ რეჟიმში google-ს რუქაზე.

 

 

 

სტაციონარული ობიექტის კონტროლის მექანიზმი 


ოფისში wifi სისტემის მეშვეობით აპლიკაცია აფიქსირებს  რომელ დროს მოვიდა პერსონალი სამუშაო ადგილზე და რა დროს წავიდნენ სამსახურიდან, ასევე დღის საათებში შესვენების გარდა რა დროით მიატოვა სამუშაო ადგილი.  სისტემის მიხედვით თუ პერსონალი არ იმყოფება სამუშაო ადგილზე 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, ფიქსირდება ოფისიდან გასვლა.  

 

 

 

 

ტექნიკური ვალდებულება:  სისტემის სტაბილურად მუშაობისთვის მომხმარებელი ვალდებულია ოფისში გამოიყენოს wifi ინტერნეტი, ასევე ყველა საკონტროლებელი მობილური აპარატი იყოს გამართულ მდგომარეობაში და ცართული ჰქონდეს  wifi ინტერნეტის მიღების ფუნქცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი კომპანია პასუხს არ აგებს სისტემის ხარვეზიან მუშაობაზე.

 

- როგორ გამოიყურება სტატისტიკა -

 

 

 

 

 

 

მოძრავი პერსონალის კონტროლი მექანიზმი


ქალაქში მოძრაობისას GPS-ის მეშვეობით აპლიკაცია აფიქსირებს  პერსონალის მდებარეობის კოორდინატებს, რაც რეალურ რეჟიმში აისახება google-ის რუქაზე. შესაძლებელია შეირჩეს კონტროლის დროის პერიოდები:  10წმ,  5წთ, 15წთ, 30წთ, 60წთ.  თუ  ობიექტი მძღოლია და მუდმივად მოძრაობს მანქანით, რა თმა  უფრო მოსახერხებელია 10წმ-იანი რეჟიმი. მხოლოდ 10 წმ-იანი რეჟიმის შემთხვევაში სტატისტიკაში გამოგვაქვს გავლილი კილომეტრაჟი დღეების მიხედვით. პროგრამა მანძილს ითვლის ინდივიდუალური ალგორითმით მინიმუმ 5%-იანი ხარვეზით.

 

 

ტექნიკური ვალდებულება:  სისტემის სტაბილურად მუშაობისთვის მომხმარებელი ვალდებულია ყველა საკონტროლებელი მობილური აპარატი იყოს გამართულ მდგომარეობაში და ჩართული ჰქონდეს  უწყვეტი ინტერნეტი და GPS ფუნქცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი კომპანია პასუხს არ აგებს სისტემის ხარვეზიან მუშაობაზე.

 

 

 

 

 

სისტემის მუშაობის სხვა მექანიზმები


 

  • კონტროლის შედეგები რეალურ დროში ფიქსირდება სისტემაში.  ამ მონაცემების ნახვა შესაძლებელია  მხოლოდ კომპანიის ხელმძღვანელისთვის, მას ვერ ხედავს თავად პერსონალიც. სტატისტიკა ინახება თვეების მიხედვით. შესაძლებელია ასევე მიმდინარე თვის სტატისტიკის ნახვა.  

 

 

  • თითოეული პერსონალისთვის კონტროლი ხდება მხოლოდ მის სამუშაო საათებში, შემდეგ პროგრამა ავტომატურად ითიშება მომავალი დღის სამუშაო საათამდე. პერსონალი თავის მობილურში თავადაც ხედავს პროგრამის მდგომარეობის 3 სტატუსს სამ ფერში: 
    - მწვანე ფერი - მომხმარებელი იმყოფება სამუშაო ადგილზე;
    - წითელი ფერი - მომხმარებელი სამუშაო საათებში არ იმყოფება სამუშაო ადგილზე;
    - ნაცრისფრერი - პროგრამა გათიშულია არასამუშაო საათების გამო;

  • სისტემა შექმნილია ისე, რომ მას ვერავინ გამოიყენებს ფარული კონტროლისთვის არასამუშაო საათებში. როგორც სურათიდან ჩანს პერსონალი თავადაც ხედავს თავის სამუშაო საათებს. 

 

  • სურათზე ასევე ჩანს შეტყობინებების (Massege) განყოფილება. სამუშაო საათებში მენეჯერს შეუძლია პერსონალს  ინდივიდუალურად ან ყველას გაუგზავნოს შეტყობინებები.

 

 

პროგრამა ჩართულ(აქტიურ) მდგომარეობაში:
პერსონალი სამუშაო ადგილზეა

 

 



 

 

პროგრამა ჩართულ(აქტიურ) მდგომარეობაში:
პერსონალი არ იმყოფება სამუშაო ადგილზე

 



 

 

პროგრამა გათიშულ (მძინარე) მდგომარეობაში.
პერსონალის სამუშაო დრო დასრულებულია

 

 

 

 

  • მობილურის გააქტიურება სისტემაში. სისტემის მუშაობისთვის აუცილებელია პერსონალის მობილურში დაყენდეს ჩვენი "აპლიკაცია", ე.წ. კონტროლის პროგრამა.  მობილურში აპლიკაციის პირველად გააქტიურებისას (ჩართვისას) აპლიკაცია მოითხოვს მობილურის ნომრის შეტანას. აპლიკაციის გააქტიურება მხოლოდ მაშინ, თუ მენეჯერს სისტემაში უკვე ყავს დარეგისტრირებული აღნიშნული ნომერი. ეს არის ერთჯერადი პროცედურა.

 


  

 

პირველადი ჩართვის დროს აპლიკაცია ითხოვს აქტვაციას - პერსონალის ნომრის შეტანას

 

 


 

 

 

ტექნიკური მოთხოვნების სისტემის მხრიდან. 

 



 

კიდევ ერთხელ ვმეორდებით, დაცული უნდა იყოს შემდეგი მოხოვნები:

  • ტელეფონის აპარატის ტექნიკური მდგომარეობის გამართულობა;
  • სტაციონარული პერსონალის შემთხვევაში ოფისში WIFI-ინტერნეტის გამართული მუშაობა და პერსონალის მობილურში wifi წვდომის არსებობა;
  • მოძრავი პერსონალის დროს მობილურში უწყვეტი ინტერნეტის და GPS ფუნქცის ჩართულ მდგომარეობაში არსებობა;
  • კომპანიის ადმინისტრაციის მხრიდან პერსონალის მობილური აპარატის სწორად რეგისტრაცია სისტემაში.

 

თუ ეს მოთხოვნები დაცული არ იქნება, პროგრამა ვერ იმუშავებს ან იმუშავებს ხარვეზით. ამ შემთხვევაში შედეგზე პასუხისმგებლობას იღებს მომსახურების მიმღები კომპანია და არა ჩვენი პროგრამული სისტემა. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ მობილური ტელეფონის ტექნიკური ხარვეზით ზარის განუხორციელებლობა არაა მობილური ოპერატორის ბრალი...  

 

 

 

 

 

 

 

 

რა თქმა უნდა ჩნდება კითხვები, რომელთა მოგვარება საკმაოდ ადვილია:

 

  • რა ვქნათ თუ პერსონალი თვითნებურად ჩუმად თიშავს აპლიკაციას და ამით თიშავს კონტროლს?

 

  • რა ვქნათ თუ პერსონალი ზოგჯერ მობილურს განგებ ტოვებს ოფისში და ისე გადის, რომ არ დაფიქსირდეს მისი არ ყოფნა?

 

  • რა ვქნათ თუ პერსონალი ასეთ კონტროლს ეძახის მისი უფლებების დარღვევას.

 

ეს ყველაფერი ყველა სიახლის დანერვისას თანმდევი პრობლემებია და მათი მოგვარება შესაძლებელია მარტივად. გაეცანით აქ: სისტემის დანერგვის რეკომენდაციები